ბიოსტატისტიკის კურსი SPSS პრაქტიკული მაგალითებით

ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტი აცხადებს ტრენინგ-კურსს

ბიოსტატისტიკის კურსი SPSS პრაქტიკული მაგალითებით

 

მოთხოვნები: საოფისე პროგრამების ფლობა მომხმარებლის დონეზე;

მსმენელებმა უნდა იქონიონ საკუთარი ლეპტოპი პრაქტიკული სავარჯიშოებისათვის.

 

სამიზნე ჯგუფი: რეზიდენტები, დოქტორანტები, დოქტორები, ახალგაზრდა მეცნიერები, რომელთა მიზანია სამეცნიერო კვლევების შედეგების ანალიზი, ინტერპრეტაცია და მიღებული შედეგების რეპორტირება.

 

კურსის ხანგრძლივობა: 6 შეხვედრა (18 საათი), თითოეული 3 საათის ხანგრძლივობით.

განრიგი: 27.06 (18:00) – 29.06 (18:00) – 01.07 (11:00) – 04.07 (18:00) – 06.07 (18:00) – 08.07 (11:00)

დამსწრეთა რაოდენობა: ხუთი - რვა მსმენელი; გათვალისწინებულია ერთი შესვენება ყავით

 

ტრენინგის ჩატარების ადგილი: თბილისი; ვაჟა-ფშაველას გამზ. #83/11;

შპს „ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტი“ (მედისონის შენობა)

მე-3 სართული; ოთახი #3.

 

კურსის ხელმძღვანელი: მედ. მეც. დოქტორი, გიორგი ლომიძე

 

კურსის ღირებულება: 450 ლარი.

გადახდის ფორმა: კურსის დაწყებამდე როგორც ნაღდი (ტრენინგის ჩატარების მისამართზე), ასევე უნაღდო;

საბანკო რეკვიზიტები:

სს “თიბისი ბანკი” - ცენტრალური ფილიალი

საბანკო კოდი TBCBGE22

სალარე ანგარიშის № GE59TB0600000120467579

 

საბანკო გადარიცხვისას დანიშნულებაში მიუთითეთ: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტრენინგზე რეგისტრაციის გადასახადი

თანხის გადახდის შემდეგ მიიღებთ დასტურს ტრენინგ-კურსზე რეგისტრაციის შესახებ.

 

რეგისტრაციისათვის გადადით ბმულზე: http://inn.org.ge/training/id/2

 

კურსის გავლის შემდეგ მსმენელს მიეცემა სათანადო სერტიფიკატი.

შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: info@inn.org.ge მობ.: 599 923029

 

კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს შეეძლებათ:

1. შექმნან მონაცემთა ბაზა SPSS პროგრამაში.

2. აწარმოონ გარდაქმნები ცვლადებზე (რეკოდირება, მონაცემთა ამორჩევა, გამოთვლები ცვლადების მონაწილეობით და ა.შ.);

3. აწარმოონ აღწერილობითი სტატისტიკა: (ცენტრალური განაწილების ტენდენციები mean, median, mode), სტანდარტული გადახრა (Standard Deviation); გამოთვალონ სარწმუნოობის ინტერვალი (Confidence Interval);

4. აწარმოონ სტატისტიკური ანალიზი ბინარული ცვლადების მონაწილეობით (Chi squared test; OR; RR; McNemar test);

5. აწარმოონ სტატისტიკური ანალიზი რიცხვით ცვლადებზე (One sample t test; Two Independent-Sample t-Test; Paired t-test; One-Way ANOVA);

6. აწარმოონ კორელაციური ანალიზი (Pearson’s correlation coefficient – bivariate; Pearson’s correlation coefficient – partial; Spearman’s Rho);

7. აწარმოონ სტატისტიკური ანალიზი არაპარამეტრული რიცხვითი ცვლადების მონაწილეობით (Mann – Whitney U test; Kruskal - Wallis test; Wilcoxon test; Friedman’s test);

8. აწარმოონ სტატისტიკური ანალიზი განმეორებით რიცხვით ცვლადებზე (Repeated measure ANOVA, Two Way ANOVA);

9. აწარმოონ რეგრესიული ანალიზი (მულტივარიაციული) რიცხვით ცვლადებზე (Simple Linear Regression; Multiple Linear Regression);

10. აწარმოონ რეგრესიული ანალიზი (მულტივარიაციული) ბინარულ კატეგორიულ ცვლადებზე (Simple Logistic Regression; Multiple Logistic Regression)