ბავშვის განვითარების საერთაშორისო პროგრამა მშობლებისთვის (icdp for parents)

ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტი გთავაზობთ საერთაშორისო ტრენინგ-პროგრამას მშობლებისთვის რომელიც შექმნილია ICDP-ის (International Child Development Program) მიერ.

თითოეულ ადამიანს აქვს სხვაზე ზრუნვის და სხვასთან პოზიტიური ურთიერთობის თანდაყოლილი უნარი. პროგრამა ეხმარება მშობლებს საკუთარ თავში აღმოაჩინონ და განივითარონ ეს უნარები. პოზიტიური ურთიერთობის 8 უნივერსალური პრინციპია, რომელთა გამოხატვა და გამოყენება სხვადასხვა კულტურისა და ცხოვრების რითმის გამო განსხვავებულია.

პროგრამის მიზანია დაგეხმაროთ ბავშვთან ყოველდღიური ურთიერთობის გზით თქვენი, როგორც მშობლის და აღმზრდელის შესაძლებლობების უკეთ აღმოჩენასა და განვითარებაში. პროგრამის განხორციელების შედეგად მშობელსა და ბავშვს შორის კომუნიკაცია თვისებრივად უმჯობესდება, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბავშვის შემეცნებით და ემოციურ განვითარებაზე.

 

რა შედეგებს უნდა ელოდოთ მშობლები პროგრამის დასრულების შემდეგ?

● აღმოაჩენთ ბავშვთან პოზიტიური ურთიერთობის გზებსა და შესაძლებლობებს;

● მოგემატებათ თავდაჯერებულობა აღმზრდელის როლის შესრულებისას;

● გაუმჯობესდება თქვენი ბავშვზე დაკვირვებისა და მისი ქცევითი რეაქციების გაგების უნარი - როგორ გამოხატავს ის თავის საჭიროებებს და საკუთარ პოზიციას;

● თქვენი ბავშვებთან კომუნიკაცია მეტად დაემყარება ბავშვის ინტერესებსა და მის მიერ სამყაროს აღქმის თავისებურებებს;

● ისწავლით როგორ გახდეთ უფრო მგრძნობიარე და ყურადღებიანი ბავშვების ინტერესებისა და მოთხოვნილებების მიმართ და როგორ შეუწყოთ ხელი განვითარებაში.

რა შედეგებს უნდა ელოდოთ თავად ბავშვებში პროგრამის დასრულების შემდეგ?

● ბავშვები ემოციურად გაწონასწორებული, გახსნილი და თავდაჯერებული იქნებიან;

● განუვითარდებათ შემოქმედებითობა, ცნობისმოყვარეობა, წარმოსახვა;

● არ შეეშინდებათ კითხვების დასმის, გარემოს გამოძიების და დაბრკოლების გადალახვის;

● შეძლებენ უკეთესად აკონტროლონ საკუთარი ქცევა, პატივი სცენ სხვებს და უკეთესად განივითარონ სხვებთან თანამშრომლობის უნარი.

 

პროგრამაში ყურადღება გამახვილებულია უფროსსა და ბავშვს შორის პოზიტიურ ურთიერთობაზე, როგორც ბავშვის განვითარების სტიმულირების, მისი უსაფრთხო ემოციური ურთიერთობის ხელშეწყობის საშუალებაზე.

პროგრამა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 0-დან 6 წლამდე ბავშვების მშობლებისათვის/აღმზრდელებისთვის , თუმცა სასარგებლო იქნება უფროსი ასაკის ბავშვების მშობლებისთვისაც.

 

პროგრამა შედგება 12 შეხვედრისგან. ყოველი შეხვედრის ხანგრძლივობა 2 საათია.

ტრენინგის სრული ღირებულება: 80 ლარი

პროგრამის დასაწყისი: 26.06.2017.

დარეგისტრირების საბოლოო ვადაა 24. 06.2017. 
 

პროგრამის წამყვანია ნეიროფსიქოლოგი ნინო მარგველაშვილი.

რეგისტრაციისათვის გადადით ბმულზე: http://inn.org.ge/training/id/3

 

საბანკო რეკვიზიტები:
ს.ს. "თიბისი ბანკი" ც/ფ
ა/ნ GE59TB0600000120467579
საბანკო გადარიცხვისას დანიშნულებაში მიუთითეთ: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტრენინგზე რეგისტრაციის გადასახადი
თანხის გადახდის შემდეგ მიიღებთ დასტურს ტრენინგ-კურსზე რეგისტრაციის შესახებ.