სიახლეები















ბიოსტატისტიკის კურსი SPSS პრაქტიკული მაგალითებით
ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტი აცხადებს ტრენინგ-კურსს “ბიოსტატისტიკის კურსი SPSS პრაქტიკული მაგალითებით” მოთხოვნები: საოფისე პროგრამების ფლობა მომხმარებლის დონეზე; მსმენელებმა უნდა იქონიონ საკუთარი ლეპტოპი პრაქტიკული სავარჯიშოებისათვის.   სამიზნე ჯგუფი: რეზიდენტები, დოქტორანტები, დოქტორები, ახალგაზრდა მეცნიერები, რომელთა მიზანია სამეცნიერო კვლევების შედეგების ანალიზი, ინტერპრეტაცია და მიღებული შედეგების რეპორტირება. კურსის ხანგრძლივობა: 6 შეხვედრა (18 საათი), თითოეული 3 საათის ხანგრძლივობით. განრიგი: 27.06 (18:00) – 29.06 (18:00) – 01.07 (11:00) – 04.07 (18:00) – 06.07 (18:00) – 08.07 (11:00)




ტრენინგი მშობლებისათვის "როგორ ვმართოთ ბავშვის პრობლემური ქცევა"
თუ თქვენი შვილის ქცევის მართვა არც ისე ადვილია, თუ ვერ ახერხებთ მის დახმარებას ემოციის მისაღები გზით გამოხატვაში, თუ თქვენი ბავშვის მოქმედებებს გამოყავხართ წყობიდან, უნდა მიმართოთ ფსიქოლოგს! რატომ, როდესაც შეიძლება თქვენ თავად გაუმკლავდეთ ამ პრობლემებს?! დიახ, თქვენ თვითონ! დაზოგოთ თქვენი თანხა და დრო, შეიძინოთ მეტი თავდაჯერებულობა, კომპეტენცია ბავშვის ქცევისა და ემოციის გაგებაში, კონფლიქტური სიტუაციების თავიდან აცილებაში. ამისათვის სულ 9 საათი და 150 ლარი დაგჭირდებათ! 20,21,27 - მაისს 11.00–დან 14.00 საათამდე ნეიროფსიქოლოგი ანა ყარაულაშვილი ჩაატარებს ტრენინგს მშობლებისათვის         ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტუტიტუტში.