საერთაშორისო ტრენინგ-პროგრამა მშობლებისთვის რომელიც შექმნილია ICDP-ის (International Child Development Program) მიერ.

ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტი გთავაზობთ საერთაშორისო ტრენინგ-პროგრამას მშობლებისთვის რომელიც შექმნილია ICDP-ის (International Child Development Program) მიერ.

 

თითოეულ ადამიანს აქვს სხვაზე ზრუნვის და სხვასთან პოზიტიური ურთიერთობის თანდაყოლილი უნარი. პროგრამა ეხმარება მშობლებს საკუთარ თავში აღმოაჩინონ და განივითარონ ეს უნარები. პოზიტიური ურთიერთობის 8 უნივერსალური პრინციპია, რომელთა გამოხატვა და გამოყენება სხვადასხვა კულტურისა და ცხოვრების რითმის გამო განსხვავებულია.

 

პროგრამის მიზანია დაგეხმაროთ ბავშვთან ყოველდღიური ურთიერთობის გზით თქვენი, როგორც მშობლის და აღმზრდელის შესაძლებლობების უკეთ აღმოჩენასა და განვითარებაში. პროგრამის განხორციელების შედეგად მშობელსა და ბავშვს შორის კომუნიკაცია თვისებრივად უმჯობესდება, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბავშვის შემეცნებით, ემოციურ და სოციალურ განვითარებაზე.

 

რა შედეგებს უნდა ელოდოთ მშობლები პროგრამის დასრულების შემდეგ?

● აღმოაჩენთ ბავშვთან პოზიტიური ურთიერთობის გზებსა და შესაძლებლობებს;

● მოგემატებათ თავდაჯერებულობა აღმზრდელის როლის შესრულებისას;

● გაუმჯობესდება თქვენი ბავშვზე დაკვირვებისა და მისი ქცევითი რეაქციების გაგების უნარი - როგორ გამოხატავს ის თავის საჭიროებებს და საკუთარ პოზიციას;

● ისწავლით როგორ გახდეთ უფრო მგრძნობიარე და ყურადღებიანი ბავშვების ინტერესებისა და მოთხოვნილებების მიმართ და როგორ შეუწყოთ ხელი განვითარებაში.

 

რა შედეგებს უნდა ელოდოთ თავად ბავშვებში პროგრამის დასრულების შემდეგ?

● ბავშვები ემოციურად გაწონასწორებული, გახსნილი და თავდაჯერებული იქნებიან;

● განუვითარდებათ შემოქმედებითობა, ცნობისმოყვარეობა, წარმოსახვა;

● არ შეეშინდებათ კითხვების დასმის, გარემოს გამოძიების და დაბრკოლების გადალახვის;

● შეძლებენ უკეთესად აკონტროლონ საკუთარი ქცევა, პატივი სცენ სხვებს და უკეთესად განივითარონ სხვებთან თანამშრომლობის უნარი.

 

პროგრამაში ყურადღება გამახვილებულია უფროსსა და ბავშვს შორის პოზიტიურ ურთიერთობაზე, როგორც ბავშვის განვითარების სტიმულირების, მისი უსაფრთხო ემოციური ურთიერთობის ხელშეწყობის საშუალებაზე.

პროგრამა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 0-დან 6 წლამდე ბავშვების მშობლებისათვის/აღმზრდელებისთვის , თუმცა სასარგებლო იქნება უფროსი ასაკის ბავშვების მშობლებისთვისაც.

 

პროგრამა შედგება მაქსიმუმ 12 შეხვედრისგან. ყოველი შეხვედრის ხანგრძლივობა 2 საათია. მონაწილეების მაქსიმალური რაოდენობა 8 ადამიანს შეადგენს.

ტრენინგის სრული ღირებულება: 100 ლარი

პროგრამის დასაწყისი: 15 ნოემბერი, 2017. შეხვედრები ჩატარდება კვირაში ორჯერ, 16:00 საათზე.

პროგრამაზე დარეგისტრირება შესაძლებელია გადახდის შემდეგ. ინსტიტუტის რეკვიზიტებია:

დარეგისტრირების საბოლოო ვადა: 14 ნოემბერი, 2017

 

პროგრამის წამყვანია ნეიროფსიქოლოგი, ICDP -ის ოფიციალური ფასილიტატორი - ნინო მარგველაშვილი.

 

რეგისტრაციისათვის მიყევით ბმულს: https://inn.org.ge/training/id/3